Covid-19

კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევიდან 731 თბილისში გამოვლინდა

image
  • Google
  • 38
  • 2 კვირის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 731 შემთხვევა, აჭარა - 101, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 56, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 700, საიდანაც: 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 883, აჭარაში - 385, იმერეთში - 422. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 568 პირი, მათ შორის, თბილისში - 272, აჭარაში - 70, იმერეთში -91. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი, მათგან თბილისში - 79, აჭარაში - 8, იმერეთში - 11. 621 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 316 - თბილისში, 287 - აჭარაში.  8 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5.

სულ  6 ოქტომბრიდან - 21 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 473 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 989 პირი, აჭარაში - 2 340, იმერეთში - 1 082.