Covid-19

კორონავირუსის 1 147 ახალი შემთხვევიდან 653 თბილისში გამოვლინდა

image
  • Google
  • 98
  • 1 კვირის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 653 შემთხვევა, აჭარა – 144, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 36, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 102, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 844, საიდანაც: 3 919 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 125, აჭარაში – 447, იმერეთში – 415. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 743 პირი, მათ შორის, თბილისში – 356, აჭარაში – 79, იმერეთში -104. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 144 პირი, მათგან თბილისში – 97, აჭარაში – 12, იმერეთში – 11. 750 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 – თბილისში, 319 – აჭარაში. 11 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 96 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 82, ხოლო აჭარაში – 14.

სულ  6 ოქტომბრიდან – 30 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 567პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 203 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 23 877 პირი, აჭარაში – 2 735, იმერეთში – 1 212.