Covid-19

კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევიდან 607 თბილისში გამოვლინდა

image
  • Google
  • 135
  • 1 თვის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 108, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 24, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 83, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 623, საიდანაც, 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 514, აჭარაში – 499, იმერეთში – 461. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 909 პირი, მათ შორის, თბილისში – 479, აჭარაში – 86, იმერეთში -116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში – 128, აჭარაში – 8, იმერეთში – 15. 812 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 433 – თბილისში, 348 – აჭარაში. 11 425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – 7. სულ 6 ოქტომბრიდან – 8 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 622 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 261 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24 757 პირი, აჭარაში – 1 946, იმერეთში – 1 157.