Covid-19

კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევიდან 546 თბილისში გამოვლინდა

image
  • Google
  • 72
  • 4 დღის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 30, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422 საიდანაც: 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 887, აჭარაში - 317, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 731 პირი, მათ შორის, თბილისში - 349, აჭარაში - 86, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 10. 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 385 - თბილისში, 222- აჭარაში. 6 454 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 0.

სულ  6 ოქტომბრიდან - 7 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 833 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 657, პირი, აჭარაში - 2 048, იმერეთში - 1 187.