Covid-19

კორონავირუსით 24 საათში საქართველოში 10 ადამიანი გარდაიცვალა

image
  • Google
  • 36
  • 2 კვირის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 981 პირი ემსხვერპლა.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 995 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 688  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.38 %