პოლიტიკა

კომიტეტებსა და კომისიებში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა

image
  • Parliament of Georgia
  • 61
  • 4 დღის წინ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა  პარლამენტის კომიტეტებსა და  კომისიებში წევრთა რაოდენობისა და კვოტების განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობა ოთხი ფრაქციის, ერთი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის  და ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრით განისაზღვრება.

პარლამენტში ახალი პოლიტიკური პარტიების შესვლიდან გამომდინარე, ასევე განისაზღვრა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები  კომიტეტებსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში.