სიახლეები

"კიდევ ერთხელ მივმართავ მათ - შემოდით პარლამენტში და მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე, საარჩევნო რეფორმა დავუტოვოთ ქვეყანას"

image
  • Google
  • 89
  • 4 თვის წინ

ვიწყებთ მუშაობას, რათა ყოველი შემდეგი არჩევნები ჩატარდეს „კარუსელების“, დაუბალანსებელი ოქმების, „მკვდარი სულების“ და ათასი სხვა მანიპულაციის გარეშე, არჩევნები იყოს გამჭვირვალე და აღარ დაისვას კითხვა - გაყალბდა თუ არა შედეგები, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ჩვენ ვიწყებთ მუშაობას იმ მემორანდუმზე, რომელიც გავაფორმეთ „ქართულ ოცნებასთან“. იმისთვის, რომ ამ პარლამენტში ეს საარჩევნო რეფორმა მოგვეტანა, ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მოგვიწია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოვაწერეთ ხელი. ვიწყებთ მუშაობას, რათა ყოველი შემდეგი არჩევნები ჩატარდეს „კარუსელების“, დაუბალანსებელი ოქმების, „მკვდარი სულების“ და ათასი სხვა მანიპულაციის გარეშე, არჩევნები იყოს გამჭვირვალე და აღარ დაისვას კითხვა - გაყალბდა თუ არა შედეგები. ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“. არ მინდა დავუკარგო წვლილი ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს და ვთქვა, რომ ეს მხოლოდ ჩვენი მონაპოვარია. ისინიც მუშაობდნენ ჩვენთან ერთად ამ საკითხებზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ მათ - შემოდით პარლამენტში და მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე, საარჩევნო რეფორმა დავუტოვოთ ქვეყანას. ეს არის გამოსავალი, რომ აღარასოდეს აღარ იყოს ამ ქვეყანაში არჩევნების შემდეგი დღე დაპირისპირებისა და საზოგადოების გახლეჩის საფუძველი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.