პოლიტიკა

"კანონპროექტი არ ეხება მათ, ვინც გადალახავს ერთ პროცენტიან ბარიერს, მაგრამ პარლამენტში ვერ შემოვა"

image
  • Parliament of Georgia
  • 50
  • 4 დღის წინ

"ერთ პროცენტიან ბარიერზეა მიბმული დაფინანსება და ვინც გადალახავს ერთ პროცენტიან ბარიერს, მაგრამ პარლამენტში ვერ შემოვა, იმ ხალხის დაფინანსებას არ ეხება ეს კანონპროექტი. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ეს კანონპროექტი ეხება იმ პარტიებს, რომლებიც თქვენ აირჩიეთ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, აქ რომ უნდა ემუშავათ და ამაში 6 მილიონი რომ უნდა გადაგეხადათ წლის განმავლობაში, მათ მომავალ პასუხისმგებლობას“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მცდარია ოპოზიციის შეფასება კანონპროექტთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და მოქალაქეების გადასახადებს პასუხისმგებლიანად ექცევა.

"არავითარი სადამსჯელო ინიციატივა ეს არ არის, იმიტომ, რომ სადამსჯელო როგორ შეიძლება იყოს ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას. ან რაც მოქალაქეების გადასახადებს პასუხისმგებლიანად ექცევა.  ეს ემსახურება იმას, რომ მომავალში თქვენი 6 მილიონი და თქვენი შვიდი თვე, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის, არ წაგართვათ რომელიმე უპასუხისმგებლო, დესტაბილიზაციაზე და არეულობაზე ორიენტირებულმა პარტიამ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.