საზოგადოება

"ის ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ უნდა მობრუნდეს?"

image
  • Google
  • 64
  • 2 დღის წინ

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი "კრიზისმეიკერია და არა კრიზისმენეჯერი"

"გიორგი გახარია არ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ვთქვი ერთხელ მე და ახლა, ძალიან  ზედმეტ პატივად მიმაჩნია, ბატონ გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. ის ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ უნდა მობრუნდეს? ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შს მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. გეუბნებით ამას, მე მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. მაშინ ხო იძახოდით ჩემზე ნასვამმა თქვაო? ახლა ნასვამი ვარ? ფხიზელი გეუბნებით. 

როგორ გგონიათ, რომ ვუყურებ თქვენს ტელევიზიებს, რომ აპიარებთ, ვინ უნდა დაუჭიროს მხარი? 2012 წლამდე ვინც "ოცნების" ამომრჩეველი იყო, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა? აბა გადახედეთ ვინ დგას მის გვერდში. ან თვითონ რა გაუკეთებია, ლოქდაუნი გინდათ კიდე? თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია მაგ ლოქდაუნების გაკეთება. მითხარით, რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი? ამათი შეცდომა ის იყო, პიარი უკეთეს, მენეჯერი, მენეჯერი, მენეჯერი... რის მენეჯერს ეძახდნენ? კრიზისმენეჯერი ხო? მე გეუბნებით, რომ კრიზისმეიკერია და არა კრიზისმენეჯერი", - განაცხადა მეუფემ.