პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დადგომას ულოცავს

image
  • Facebook
  • 109
  • 3 კვირის წინ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის თვის დადგომას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას და მის ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით დასრულებას გისურვებთ. მე ძალიან ვაფასებ თქვენს უდიდეს წვლილს ჩვენი საერთო სამშობლოს  საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი მომავლის შენებაში. თქვენი თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.