სამართალი

"ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე, შერიგდნენ, იმედია, აღარ გაგრძელდება"

image
  • Google
  • 81
  • 3 კვირის წინ

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის არც ერთი პირი დაკავებული არ არის, არამედ მიმდინარეობს გამოკითხვები.

„დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები, გამოკითავენ და გამოვუშვებთ, თუმცა გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული მომავალში, ეს დღეს არ ვიცით. დაკავებული არავინ იქნება, გამოიკითხებიან და გამოუშვებენ“, – აღნიშნა გომელაურმა.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, მინისტრის თქმით, ამჟამად ინციდენტი ამოწურულია, დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ, თუმცა ვითარების კონტროლის მიზნით, ადგილზე დარჩებიან პოლიციური ძალები.

„რაც შეეხება იმ ინციდენტს, რაც მოხდა ქვემოთ, 5-6 ლოკაციაზე იყვნენ პოლიციელები განაწილებული და სამწუხაროდ, არა მხოლოდ დმანისიდან ჩასულები, თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა ვითარება და მოხდა შეხლა-შემოხლა. როგორც ვიცი, ასევე დაზიანდნენ ჟურნალისტები, ამაზეც, რა თქმა უნდა, ერთობლივი, დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული. რაც შეეხება თვითონ თემას, ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე, შერიგდნენ, იმედია, აღარ გაგრძელდება.

რაღაც მასშტაბით რა თქმა უნდა, პოლიციურ ძალებს ვტოვებთ, არა როგორც ჩვეულებრივ დროს არის ხოლმე, დამატებითი ძალები დარჩებნიან და იქნება კონტროლი. 100-პროცენტიანი ვერავინ  იტყვის, ხვალ რა მოხდება, მაქსიმალურად ვცდილობთ, ამოიწუროს ეს კონფლიქტი“, – განაცხადა გომელაურმა.

გომელაურმა მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც, მისივე თქმით, ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ.

„ყველა ჩართული იყო. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საპატრიარქოს. იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, ჩამობრძანებული იყო მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა კირიონი. მეუფეები იყვნენ ჩართული, დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.