პოლიტიკა

"თუ "ქართული ოცნება" მაინც გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში"

image
  • Google
  • 115
  • 1 თვის წინ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ციხიდან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თუ ის გირაოს გადახდას დათანხმდებოდა, ამნისტიის კანონის მიღება აინც საჭირო გახდებოდა, რადგან ის შარლ მიშელის დოკუმენტითაა გათვალისწინებული.

მელია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ამნისტიის კანონპროექტში მოძალადეებსაც ჩაწერს.

"დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" პრინციპების დონეზეც კი, პირველივე დღესვე დაწერს, რომ უნდა გავრცელდეს ამნისტია მოძალადეებზეც, ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდესბ პირველ რიგში ხელმომწერებსა და ხელმომწერებმა რაც არ უნდა მოინდომონ და გააკეთონ, რომ მოძალადეები იქ არ იყვნენ ჩაწერილი, ამას "ქართული ოცნება" მაინც გააკეთებს და აპელირებას მოახდენს უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე. ლაპარაკობს აგერ, ბატონი კობახიძე, თალაკვაძე რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე ვიზეც საქმე არის აღძრული და ყველა იმ ადამიანზე, ვიზეც პოტენციურად შეიძლება, რომ აღიძრას საქმე. 20 ივნისის გადაფურცვლა არავის არ გამოუვა", - აცხადებს მელია "მთავარ არხთან".

მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას არ განიკითხავს და კოლეგებს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში თუ "ქართულმა ოცნებამ" სიაში მოძალადეებიც შეიყვანა, კანონპროექტის კენჭისყრაში მონსაწილეობა არ მიიღონ.

"მე მგონია, რომ ქართული ოპოზიცია, ის ნაწილი, რომელიც ამ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, მე მათ არ განვიკითხავ, გამორიცხულია და არც ვაკრიტიკებ, ნურავინ მიიღებს ამას კრიტიკად. თუკი, ისინი დარწმუნდებიან, რომ ნებისმიერი მცდელობა, სამწუხაროდ, არის უშედეგო და "ქართული ოცნება" მაინც გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში მე მათ მივმართავ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში", - აცხადებს ნიკა მელია.