პოლიტიკა

"თუ ნიკა მელიას ექნება სურვილი სასამართლო დავის გაგრძელების, შეუძლია ამის გაკეთება და შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენიც დადგეს"

image
  • Parliament of Georgia
  • 91
  • 4 დღის წინ

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს მიიღებენ და თუ ნიკა მელიას ექნება სურვილი სასამართლო დავის გაგრძელების, მას შეუძლია ამის გაკეთება. 

"მისი ყველა განცხადება, რომელიც თითქოსდა ემსახურებოდა იმას, რომ მელია გამოჩენილიყო თავისუფლებისთვის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად, სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი და ამ კანონდარღვევით უნდოდა პოპულარობის და გარკვეული შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი აღმოჩნდა საპატიმროში და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს. 

ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი იმით, რომ ჯერ წააქეზეს ნიკა მელია, რომ მას კანონი უხეშად დაერღვია, ბევრი წამქეზებელი ჰყავდა. ჩვენ ვუყურებთ, რომ ბევრი ეს ოპოზიციონერი ციხეში დადის, რომ რამენაირად ნიკა მელიას წინაშე თავისი პოზიცია გამოისყიდოს და ნიკა მელია მათზე გაბრაზებული არ იყოს, რომ შეუშვეს ციხეში და აღმოჩნდა ეს ადამიანი ამ ციხეში მჯდარი და ფაქტობრივად, თავი ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდო. ეს პრობლემები ყველაფერი არის ოპოზიციის პრობლემები. ჩვენ ამნისტიის კანონს მივიღებთ, ეს მუხლები იქნება ამინისტირებული. თუ ნიკა მელიას ექნება სურვილი სასამართლო დავის გაგრძელებისა, მას შეუძლია, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება და შეიძლება მასზე გამამტყუნებელი განაჩენიც დადგეს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.