პოლიტიკა

"თუ არ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, ეს ნიშნავს იმას, რომ თავად გაყავთ დრო"

image
  • Facebook
  • 82
  • 4 დღის წინ

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ რეალურად, "ნაციონული მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების წინაპირობა ამ ეტაპზე არ დევს და ეს გასაღები ხელისუფლების ხელშია. 

"ნიკა მელიას განცხადება, რომ ის მზად არის მიიღოს ევროკავშირის შემოთავაზება გირაოს გადახდის ნაწილში, ვფიქრობ, არის ყველაზე კარგი გამოსავალი. ეს პროცედურა ძალიან სწრაფად უნდა დაიძრას და ამის გაკეთება შესაძლებელია რამდენიმე დღეში. თუ ესეც გვიანდება, ამ ვითარებაშიც კი აქვს გზა მმართველ პარტიას თვითონ შევიდნენ სასამართლოში პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით და ერთ დღეს შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს. ამიტომ, აქ ბრალდების სიმძიმე და პოლიტიკური განცხადებების ტვირთი კი არ უნდა გადაიტანონ პატიმრობაში მყოფ ადამიანზე, რომელიც თავად აღიარეს, რომ უნდა გაათავისუფლონ, არამედ ახლა თავად უნდა გადადგას ხელისუფლებამ ნაბიჯი, იმიტომ რომ რეალურად, ნიკა მელიას გათავისუფლების წინაპირობა ამ ეტაპზე არ დევს და ეს გასაღები არის ხელისუფლების ხელში. თუ არ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, ეს ნიშნავს იმას, რომ თავად გაყავთ დრო", - აცხადებს ბესელია.