სამართალი

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

image
  • Google
  • 40
  • 2 თვის წინ

თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. სავარაუდოდ, დაჭრილია შუახნის მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.

მომხდარის დეტალები და დაჭრილის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.