შემთხვევა

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

image
  • Google
  • 53
  • 2 თვის წინ

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

პირველადი ინფორმაციით, ცხედარს გარეგანი დათვალიერებით, ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცს ოჯახი 5 დღე ეძებდა.

შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.