შემთხვევა

ზუგდიდის ჰოსპიტალში 8 ახალგაზრდა ინტოქსიკაციით შეიყვანეს,  ორი მათგანი მართვით სუნთქვაზეა 

image
  • Google
  • 146
  • 1 კვირის წინ

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 8 ადამიანი სავარაუდოდ, ბიო-მარიხუანით გამოწვეული ინტოქსიკაციით შეიყვანეს. პაციენტების ასაკი 18-დან 35 წლამდეა. 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორი მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. 

"დღის განმავლობაში, შოკის დარბაზში შემოყვანილია 8 პაციენტი, აქედან ორი თვით დინებით არის შემოყვანილი, უგონო მდგომარეობაში. პაციენტები სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. პაციენტებს ჩაუტარდათ კვლევები, სათანადო დახმარება, რის შემდეგადაც ისინი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ. დანარჩენი ექვსი პაციენტი მოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ექვსივე აღენიშნება ერთნაირი სიმპტომები. გაფართოებული გუგები, არიან დეზორიენტირებულები.

აღენიშნებათ ღებინება, არიან უმართავები. ყველა მათგანი კონსულტირებულია ტოქსიკოლოგის მიერ. ნაწილი მოთავსდა სომატორული განყოფილების ინტენსიურ პალატაში, ნაწილი რჩება ჯერჯერობით ემერჯენსში. გამომწვევი მიზეზი ძირითადად არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალების ტოქსიკური ეფექტი“- განაცხადა საავადმყოფოს „ემერჯენსის“ განყოფილების ხელმძღვანელმა მაია ესებუამ.