პოლიტიკა

"ვიტოვებ უფლებას დავარღვიო კანონი, შემოგიმტვრიოთ კარი და კინწისკვრით გისროლოთ საკანონმდებლო ორგანოდან"

image
  • Google
  • 101
  • 2 კვირის წინ

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი აცხადებს, რომ თუ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს კვლავ იხილავს საკანონმდებლო ორგანოში, მზად არის, კანონი დაარღვიოს და პარლამენტში შეიჭრას. 

თაკო ჩარკვიანის თქმით, როცა საქმე ქვეყნის დაცვას ეხება, კანონი მეორეხარისხოვანი ხდება.

"ჩემს ოკუპირებულ სამშობლოში თუ კვლავ დავინახავ, რომ საკანონმდებლო ორგანოს პირველ სკამში კომუნისტი, ოკუპანტი გავრილოვი ჩასვა ხელისუფლებამ, მე ვიტოვებ უფლებას, დავარღვიო კანონი და შემოგიმტვრიოთ კარი და კინწისკვრით გისროლოთ იმ საკანონმდებლო ორგანოდან, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი", - განაცხადა ჩარკვიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.