პოლიტიკა

მსოფლიო

"ვისაც სურს სადმე გვიკბინოს და რამე მოგვაკბიჩოს, კბილებს ჩავულეწავთ"

image
  • REUTERS
  • 98
  • 3 კვირის წინ

ვისაც სურს სადმე გვიკბინოს და რამე მოგვაკბიჩოს, ყველას კბილებს ჩავულეწავთ და კბენას ვეღარ შეძლებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთი მკაცრად უპასუხებს მისი ტერიტორიის ხელყოფის მცდელობებს. 

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის არმიას, აქვს ყველაზე თანამედროვე ბირთვული შემაკავებელი ძალები.

"ზოგადად, ჩვენ გვაქვს ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი, კონტინენტთაშორისი ბლოკი "ავანგარდი“, ზებგერითი სიჩქარით. სხვას არავის აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ზებგერითი იარაღი“, – განაცხადა პუტინმა.