პოლიტიკა

"ვინც აღმოჩნდა კურდღელი, 18 თებერვალს დავინახეთ"

image
  • Parliament of Georgia
  • 38
  • 5 დღის წინ

"ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თავად გახარია აღმოჩნდა კურდღელი, რომელიც გაექცა პასუხისმგებლობებს. 

"ვნახეთ, რომ ის საუბრობს არაფერზე, საერთო ჯამში არის წყალი მთელი მისი საუბარი. ეს არის გარსი შიგთავსის გარეშე, საუბრობს რაღაც გავლენებზე, მაგრამ ვერ საუბრობს ვერანაირ გავლენებზე, საუბრობს ნეპოტიზმზე, მაგრამ ვერ საუბრობს ვერანაირ ნეპოტიზმზე, საუბრობს კორუფციაზე, ოღონდ ვერ საუბრობს  ვერანაირ კორუფციაზე. ანუ, ეს არის საუბარი შინაარსის გარეშე. 

ის, რაც თქვა 20 ივნისთან დაკავშირებით, თითქოს პარლამენტში არავინ არ იყო, ეს არის იმხელა ტყუილი და იმხელა უღირსი საქციელი, რომ ალბათ ფარავს იმ უღირს საქციელს, რასაც ქვია პარაზიტობა "ოცნების" ხმებზე. ვინც აღმოჩნდა კურდღელი, 18 თებერვალს დავინახეთ, ის გაექცა პასუხისმგებლობას, გაექცა საკუთარ გუნდს"-აცხადებს პაპუაშვილი.