Covid-19

ვახტანგ გომელაური "სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

image
  • Screenshot
  • 82
  • 1 კვირის წინ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

აცრა გომელაურმა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა.

მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების ჩართვასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.