შემთხვევა

ვაჟა ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

image
  • formulanews
  • 83
  • 2 კვირის წინ

ვაჟა ფშაველას გამზირზე, კომაროვის სკოლასთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქალი ვაჟა ფშაველას გამზირზე მანქანით გადაადგილდებოდა, შეუძლოდ გახდა და მანქანის გაჩერების შემდეგ გარდაიცვალა. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.