პოლიტიკა

"ვაპირებ, უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო და ვისაუბრო ორ საკითხზე"

image
  • Political party Lelo
  • 82
  • 1 თვის წინ

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ციხეში მონახულებას გეგმავს. ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ის მელიას უახლოეს დღეებში მოინახულებს. 

"ვაპირებ, უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო იგი და ვისაუბრო ორ საკითხზე, რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო. ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან და მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ეს იქნება გალაწუნება ქართული ოცნებისთვის და მათი მართლმსაჯულებისთვის. 

მეორე საკითხი, რომელიც მინდა, რომ მასთან გავიარო ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. აქ დიდი დებატების გაშლილი ამნისტიასთან დაკავშირებით. ეს ამნისტია თავის დროზე ჩაწერილი იყო იმიტომ რომ ნიკა მელია გამოგვეყვანა საპყრობილედან, თუმცა "ოცნება" აპირებს გამოიყენოს იმისათვის, რომ მიჩქმალოს ის დანაშაულებები, რაც არ გამოუძიებია ან თაროზე აქვს შემოდებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა დააშავა, ვინ რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ამის მერე მოხდება ამნისტირება.

ამნისტიის, როგორც აქტის მომხრე ვარ იმიტომ, რომ საქართველო უნდა გადაიტვირთოს. გადატვირთვა არის შერიგება, მაგრამ ამას წინ უნდა უძღვოდეს ყველა კითხვაზე პასუხი. ამ თემაზე მექნება ნიკასთან საუბარი", - განაცხადა ხაზარაძემ.