ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ნათია თურნავას მოადგილედ გურამ გურამიშვილი ინიშნება

image
  • Google
  • 254
  • 1 თვის წინ

Front News International-ის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მოადგილედ სს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების დირექტორი გურამ გურამიშვილი ინიშნება.

გურამ გურამიშვილი სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს, ის "საქართველოს რკინიგზაში" 1995 წლიდან, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს.

ნათია თურნავას ამჟამად 5 მოადგილე ჰყავს. მინისტრის კიდევ ერთი უკვე ყოფილი მოადგილე აკაკი საღირაშვილი მიმდინარე წლის იანვარში იუსტიციის სამინისტროში, ასევე მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.