ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა

image
  • MFA of Georgia
  • 1643
  • 4 დღის წინ

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა.

ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2000 წლიდან მუშაობს. იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის 2005 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის ნოემბრამდე იყო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი. 2011 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას კი 2019 წლის 16 ივლისიდან იკავებს. 

ნატალია საბანაძემ 8-წლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა მიმდინარე წლის 21 მარტს დატოვა.