პოლიტიკა

"ეს ქმედებები თუ "გაიპრავეს", თავისუფალი ადამიანების ადგილი აქ აღარ იქნება, ან მონებად ვტრანსფორმირდებით, ან უნდა წავიდეთ"

image
  • Facebook
  • 130
  • 2 დღის წინ

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მარიამ საჯაია დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ყველამ ძალიან კარგად იცით, რამდენად არაჩართული ვარ ბოლო წლებში პოლიტიკაში. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ აღარ შემრჩენია არანაირი პოლიტიკური სიმპათიები. უბრალო საქართველოს მოქალაქე ვარ. და ვინაიდან ჯერ კიდევ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, ზუსტად ვიცი რა არ მინდა ამ ქვეყანაში ხდებოდეს, არ მინდა რუსეთის საამებელი ქმედებები ხდებოდეს ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ვარ.

ზუსტად ვიცი, რომ ავტოკრატიაში არ მინდა შვილის გაზრდა, ზუსტად ვიცი, რომ რუსეთის გუბერნიაში არ მინდა ვცხოვრობდე. თუ წუხელ მოძმე რესპუბლიკა ვიყავით, დღეს - გუბერნიად გავფორმდით. 

არ მინდა ცხვირწინ გვეხურებოდეს განვითარების, დამოუკიდებლობის და თავისუფლების კარი. არ მინდა, რომ არჩევნები ფეხზე მეკიდოს “მაინც მოიპარავენ” მოტივით.

არ მინდა ვხედავდე გაჭირვებას, შიმშილს, უიმედობას, რომელიც მეორეხარისხოვნად იქცა, არ მინდა პოლიტიკური ცირკები იდგმებოდეს რეალურ პრობლემებზე მოქმედების ნაცვლად.

ხელისუფლებაში გავრილოვები არ მინდა მომავალზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
 
და ისევ(!) არ მინდა რუსეთის საამებელი ქმედებები ხდებოდეს ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ვარ. 

და ეს მანამ, სანამ ვხედავ ჩემს ირგვლივ თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც მიყვარს, ვისაც სიცოცხლე და თავისუფლება უყვარს. მარტო რომ ვიყო და სულ პრორუსები მყავდნენ გვერდში, დავკრავდი ფეხს-წავიდოდი, მაგრამ ამდენი თავისუფალი ადამიანის ამ ჯოჯოხეთს შეტოვება არ შემიძლია. 

და ახლა მართლა ვიცი, რომ ეს ქმედებები თუ "გაიპრავეს", თავისუფალი ადამიანების ადგილი აქ აღარ იქნება. ან მონებად ვტრანსფორმირდებით, ან უნდა წავიდეთ. 

მე აქ მინდა, ჩემს თავისუფალ ადამიანებთან ერთად თავისუფალ ქვეყანაში. ჩვენ მონობა არ შეგვიძლია. გააზრებულ თუ გაუაზრებელ მონებს კი, მოგი**ნთ პუტინი", - წერს საჯაია სოციალურ ქსელში.

 

ყველამ ძალიან კარგად იცით, რამდენად არაჩართული ვარ ბოლო წლებში პოლიტიკაში. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ აღარ შემრჩენია...

Posted by Mariam Sajaia on Monday, February 22, 2021