პოლიტიკა

"ეს არის ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ციხეს"

image
  • Facebook
  • 88
  • 2 კვირის წინ

20 ივნისის მოვლენები საქართველოს ისტორიაში საკმაოდ მტკივნეული ეპიზოდი იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ წინსვლის გზა იპოვოს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

„შეთანხმების მიღწევა იყო მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი. მოგეხსენებათ პროცესი იყო ხანგრძლივი და რთული. შესაბამისად, პარტიების მხრიდან საჭირო გახდა გამბედაობა იმისთვის, რომ წასულიყვნენ კომპრომისზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ 20 ივნისის მოვლენები საქართველოს ისტორიაში საკმაოდ მტკივნეული ეპიზოდი იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ იპოვოს წინსვლის გზა, გზა, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს შეთანხმება და ამნისტიის კანონპროექტიც.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ცხადია, ეს არის ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა ბატონი მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას. რაც შეეხება სხვა მოთხოვმებს, რომლებიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განიხილებოდა, მე ვთვლი, რომ ეს არის წინ გადაგმული ნაბიჯი და საშუალებას აძლევს საქართველოს, დაიწყოს მუშაობა იმ უზარმაზარი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენა, „კოვიდ-19“-თან გამკლავება. ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება და სხვა გამოწვევები, რაც ნამდვილად ითხოვს სრულად ფუნქციურ პარლამენტს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.