პოლიტიკა

"ესაა ის როლი, რაც მოირგო და ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული"

image
  • Parliament of Georgia
  • 69
  • 4 დღის წინ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და ამნისტიის კანონის შესახებ საუბრობს. 

მისი განმარტებით, ნიკა მელია "შტურმის მომწყობთა ბრიგადირია", თუმცა ამის მიუხედავადაც ვერ გახდა "პოლიტიკური გმირი".

"გირაოსთან დაკავშირებით, არანაირი პოლიტიკური სვლა არ იქნება, პრაქტიკულად სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს, მაგრამ იმ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია შტურმის მომწყობთა ბრიგადირი. ესაა ის როლი, ის ფუნქცია, რაც მოირგო და ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული. რაღაც სისულელეებს იგონებენ და უნდათ ამის გარშემო შექმნან გაურკვეველი სიტუაცია. აქ მუშაობაა საჭირო და ამ მუშაობის რესურსი არ გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და უნდა, რომ ყველა ჩაითრიოს იმ პროცესში, რომელიც თვითონ დაგეგმეს. ერთადერთი ამ სიტუაციაში მოგებული გამოდის გარეშე ძალა, რუსეთი და პრაქტიკულად ფეხაწყობით არის ის პოლიტიკა, რასაც აწარმოებს "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ვოლსკიმ.