საზოგადოება

"ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე არის ძალიან საშიში მუქარა და ზეწოლა, დროზე გადაიყვანეთ ოჯახი უსაფრთხო ადგილას!"

image
  • Screenshot
  • 70
  • 1 დღის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წევრი და უფლებადამცველი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე საშიში მუქარა და ზეწოლა ხორციელდება. 

ის პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს და ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვს. 

"ახლა ძალიან ყურადღებით მომისმინეთ! ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე არის ძალიან საშიში მუქარა და ზეწოლა. ითხოვენ გაჩუმდეს, თორემ რაც მოუვა ნახავს. ამ ადამიანმა გამოძიებას უკვე მისცა პანსიონატში არსებულ ვითარებაზე ჩვენება. ორი დღეა, ვითხოვთ ამ ადამიანის და მისი ოჯახის დაცვას პროკურატურისგან. არაფერს აკეთებენ, აი არაფერს. ხოდა ახლა საჯაროდ გეუბნებით, იცით ვისზეც ვლაპარაკობ და რა მუქარაზეც გეუბნებით. აი, იმ ადამიანს ან მის ოჯახის წევრებს, ვინმეს მხრიდან რამე რომ დაემართოს, ან ამ ადამიანმა უეცრად უკან დაიხიოს, ეს იქნება პირდაპირ სახელმწიფოს განზრახი უმოქმედობის, ან იქნებ მოქმედებისაც კი, დამსახურება! დროზე გადაიყვანეთ ოჯახი უსაფრთხო ადგილას!!!", - წერს ანა აბაშიძე.