პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება

image
  • Facebook
  • 71
  • 3 კვირის წინ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება. "ფორმულას" ინფორმაციით, ტელეკომპანიამ ის ერთ-ერთ კაფეში, ნაციონალური მოძრაობის წევრ სალომე სამადაშვილთან ერთად დააფიქსირა.

მედიასთან არც კრამონს და არც სამადაშვილს კომენტარი არ გაუკეთებიათ. უცნობია, რაზე ისაუბრეს მათ, ასევე, უცნობია, რა გეგმები აქვს ევროპარლამენტარს საქართველოში.

გასულ პერიოდში ვიოლა ფონ კრამონი არაერთხელ გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს, ის, ასევე, აქტიურად იყო დაინტერესებული ევროკავშირის მედიაციით, რომელიც ამ ეტაპზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა.