პოლიტიკა

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას პრეზიდენტი ეწვევა

image
  • Google
  • 57
  • 2 დღის წინ

საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში პირველად ჩამოდის, ვიზიტის მიზანია, თანადგომის გამოხატვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისადმი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ​ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე ადგილზე გაეცნობა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.