პოლიტიკა

დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა - "თავისუფლებისთვის" გაიმართება

image
  • Google
  • 81
  • 1 თვის წინ

დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა "თავისუფლებისთვის" გაიმართება. 

13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყებენ მსვლელობას. 15:00 საათიდან კი აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბებიან, სადაც ლიდერები სიტყვით გამოვლენ და სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ.

მათი მოთხოვნებია გათავისუფლდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა. ასევე, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 

აქციას რეგიონებიდანაც  უერთდებიან.