პოლიტიკა

"დღეს აღმოჩნდა ახალი გარემოება, რომ ბატონი კობახიძე თავის თავსაც უკეთებს ამნისტიას"

image
  • Google
  • 70
  • 2 კვირის წინ

პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე რეალურად თავის თავს უკეთებს ამნისტიას და არა ნიკა მელიას. 

"მე მაქვს მზაობა, ველოდები, რომ ნიკას გაათავისუფლებენ, მაგრამ დღეს აღმოჩნდა ახალი გარემოება, რომ არა მარტო ნიკას ათავისუფლებენ, არამედ ბატონი კობახიძე თავის თავსაც უკეთებს ამნისტიას. რას ვგულისხმობ: მან განაცხადა, რომ ამნისტია უნდა გამოცხადდეს ყველა მუხლზე და იმ ადამიანებზეც კი, რომლებიც მომავალში იქნებიან დაკავებულები გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით. ამიტომ, ის თავის თავს უკეთებს ამნისტიას, ეს არის სამწუხარო. ამიტომ, მე შესაძლოა, გადავხედო ჩემს გადაწყვეტილებას ამ ამნისტიის გამო და ხელი აღარ მოვაწერო საერთოდ ამ შეთანხმებას", - განაცხადა ოქრიაშვილმა.