საზოგადოება

"დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, აცხადებდნენ, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა" 

image
  • Facebook
  • 61
  • 1 დღის წინ

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ზეწოლაზე საუბრობენ. 

ომბუდსმენის თქმით, პრობლემები გაცილებით სერიოზულია, ამიტომ საგამოძიებო ორგანოებს ეფექტური და დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომელთა საქმესაც ახლა ვსწავლობთ და ვარკვევთ ვითარებას. ძალიან აღელვებულები იყვნენ ისინი და აცხადებდნენ, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და აიძულებენ, რომ დაატოვებინონ კონკრეტული სასწავლებელი. ასევე, ვიღებ ინფორმაციას ბენეფიციარებთან გასაუბრების დროს, რომ იქ ყოფნის პერიოდში, პანსიონში და შემდგომაც, მიმდინარეობს მათ მიმართ სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა.

რაც შეეხება ცალკეული სასულიერო პირების განცხადებებს, მიმაჩნია, რომ ეს არის რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. პრობლები არის ძალიან სერიოზული, ამიტომ დღეს მთავარია, საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად და დროულად გამოიძიონ ის საქმეები, რასაც ეს ბავშვები ჰყვებიან. მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ცალკეული სასულიერო პირები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ვითარებაში"-აცხადებს ლომჯარია.