მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაქორწინდა

image
  • Facebook
  • 84
  • 2 კვირის წინ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი საცოლე კერი საიმონდსი დაქორწინდნენ. 

ქორწინების ცერემონია ვიწრო წრეში საიდუმლოდ ვესტმინსტერის საკათედრო ტაძარში გუშინ გაიმართა.

56 წლის ბორის ჯონსონმა და 33 წლის კერი საიმონდსმა გასულ წელს ნიშნობის შესახებ განაცხადეს. 2020 წლის აპრილში მათ ვაჟი – ვილფრედ ლოური ნიკოლას ჯონსონი შეეძინათ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, წყვილი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ქორწილს მომავალ ზაფხულს აღნიშნავს.