სპორტი

"დიდი ათის" ნახევარფინალი შესაძლოა, ჩაიშალოს

image
  • Front News International
  • 90
  • 2 კვირის წინ

ბათუმის შემდეგ, მსაჯები ქუთაისშიც გაიფიცნენ. რაგბიში საქართველოს "დიდი ათის" ნახევარფინალის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "აია არენაზე" ერთმანეთს ქუთაისის "აიას" და ბოლნისის "ყოჩებს" უნდა ეთამაშათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მსაჯები სტადიონზე გამოსვლაზე უარს აცხადებენ.

"თამაში ოფიციალურად 17:00-ზეა ჩანიშნული. დღეს ვარჯიში შედგა დილით. ვემზადებით თამაშისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში. არაფერი შეცვლილი არაა. ჩვენთვის სხვა რამ ცნობილი არაა, უმსაჯოდ ალბათ თამაში ვერ ჩატარდება", - აცხადებს "აიას" მენეჯერი ზურაბ აფრიდონიძე.

ვითარება რთულია ბათუმშიც, სადაც თამაში 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ისიც ჩაიშალა. თამაშის ჩაშლის მიზეზი მსაჯების გაფიცვა გახდა.