პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

image
  • Twitter
  • 71
  • 2 კვირის წინ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამის შესახებ დავით ზალკალიანი Twitter-ზე წერს.

"სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან. გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ. ყურადღება გავამახვილეთ დაძაბულობის დეესკალაციაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობას“, - წერს ზალკალიანი.