Covid-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამხრეთ აფრიკულ შტამზე ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევს

image
  • Google
  • 90
  • 2 კვირის წინ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამხრეთ აფრიკულ შტამზე ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევს, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს გენეტიკური ანალიზი და რამდენიმე დღეში იქნება ზუსტი პასუხი.

"რაც შეეხება მიმდინარეობას, ის კლინიკური უფრო მეტი სიმძიმით არ გამოირჩევა და ზოგადად ნაკლებად არის გავრცელებული. ძირითადად ახლა მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში ცირკულირებს ბრიტანული შტამი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.