საზოგადოება

"გულწრფელად უნდა ვთქვა, ჩვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო, არ მეგონა ამდენი აქტივობა თუ იქნებოდა"

image
  • Facebook
  • 59
  • 2 კვირის წინ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, მოქალაქეების დარეგისტირების ფაქტს გამოეხმაურა. 

"გულწრფელად უნდა ვთქვა, ჩვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო, არ მეგონა ამდენი აქტივობა თუ იქნებოდა. გამიხარდა რასაკვირველია, რადგან ახლა ისეთ ეპატზე ვდგავარ ჩვენ, რომ რეალურად ვაქცინა, რომელიც არსებობს, ადამიანები მზად არიან გაიკეთონ და საზოგადოების მზაობა გამოიკვეთა. იცით როგორი გულისშემძვრელი სტატისტიკა გვაქვს, ჩვენი თანამოქალაქე 20-მდე ადამიანი იღუპება დღეში და სამწუხაროდ, რაც მეტი კომოლაციური რაოდენობა პაციენტების დაგროვდება, გარდაცვალების რიცხვი, სამწუხაროდ, 2-3 კვირაში კიდევ უფრო მოიმატეს.

ამიტომ ასეთ დროს, როდესაც სხვა ალტერნატიული ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობა პრაქტიკულად არა აქვს ქვეყანას და პერსპექტივაც არაფერს კარგს არ გვიქადის, ადამიანებმა ძალიან სწორად და შეგნებულად გადაწყვიტეს დარეგისტრირება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი მათგანი, რეგისტირებული ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებას, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა და ზოგადად 100 მილიონი კიდევ დისტრიბუცია გაკეთებული 45 ქვეყანაში, გადაწყვეტილება მიიღო და ეს ვაქცინა გაკეთებულია. ჩინეთში, ჩვენ ვიცით თითქმის 200 მილიონი დოზაა გამოყენებული"-განაცხადა კულუმბეგოვმა. 

სონოფარმისა და სინოვაკის ვაქცინაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხვალ იმსჯელებს.