პოლიტიკა

"გომელაური საპოლიციო ოპერაციას უკვე მერამდენედ ისე ატარებს, ვერ შეედავები"

image
  • Facebook
  • 103
  • 1 თვის წინ

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და საპოლიციო ოპერაციას აფასებს. 

"სახელმწიფო არ უნდა გამოიწვიო. ეს აქსიომაა. ნებისმიერი სასამართლოს, ნებისმიერი განაჩენი უნდა აღსრულდეს. საბედნიეროდ, სიკვდილით დასჯა არ გვაქვს. სხვა ნებისმიერი განაჩენი საჩივრდება ქვეყანაში, მის გარეთ… თუ სახელმწიფო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ ახერხებს, ის სახელმწიფო არაა. იხილეთ სახელმწიფოს განმარტება (ინტერნეტში).

ის, რომ სამაჯურს აგდებ, შემდეგ გაზრდილ გირაოს არ იხდი, ს/ს დევნის ქვეშ მყოფ პირს პარტიის თავმჯდომარედ ირჩევ, შემდეგ ოფისში საკომენდატო საათის და ეპიდმოთხოვნების დარღვევით ოფისში ათობით ადამიანი იკრიბება/მაგრდება, მუქარები, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდები, გამოწვევა და პროვოცირებაა, ეჭვი ვის ეპარება?

რაც შეეხება საპოლიციო ოპერაციას, უკვე მერამდენედ გომელაური ისე ატარებს, ვერ შეედავები. პოლიციელები კი თმენის მაღალ სტანდარტს აჩვენებენ.

სულაც არ მანიჭებს სიამოვნებას ვინმეს დაკავება, მით უმეტეს ციხეში წასვლა. ათასჯერ მაქვს დაწერილი, პოლიტიკური პროცესების ადგილი პარლამენტშია და არა ქუჩაში. სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი თუ ამერიკაშია მიუღებელი, იგივეა აქაც. დაამშვიდეთ ხალხი. ნუ იწვევთ ხელოვნურ დაპირისპირებებს. გამოდით 90-ანებიდან.

ნებისმიერი გადაწყვეტილება ან ქმედება, შეიძლება ძვირად დაუჯდეს პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ გაცილებით ძვირი უჯდება სახელმწიფოს ის რეალობა, თუ ის თავის ფუნქციებს, მათ შორის სადამსჯელოს, ვერ ასეულებს", - წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.