პოლიტიკა

"გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში გვაქვს პრობლემები, უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა"

image
  • Screenshot
  • 56
  • 2 კვირის წინ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გაუმჯობესებაა იმასთან შედარებით, რაზეც მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდზე იყო საუბარი.

"დღევანდელი დოკუმენტი გარკვეულწილად არის გაუმჯობესება იმასთან შედარებით, რაზეც იყო საუბარი უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე, პოლიტპატიმრებთან მიმართებით ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მკაფიო არის გზა მათი გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების თემაც აისახა დოკუმენტში. რაც შეეხება ჩვენს საბოლოო პოზიციას, ჩვენ გეტყვით პირდაპირ, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში გვაქვს პრობლემები, შემოთავაზებულ დოკუმენტში რაც არის ასახული, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და შიდაკონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო პოზიცია", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, უცნობია, მოაწერს თუ არა "ქართული ოცნება" დოკუმენტს ხელს, რადგან მმართველი გუნდი შეხვედრას არ ესწრებოდა.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ წინ ნაბიჯი გადაიდგა, გამოიკვეთა გზა, როგორ შეიძლება გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და როგორ მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება სამომავლო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით", - აღნიშნა სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს.