პოლიტიკა

"გაიტანოს ეს პოლიტიკური ნაგავი "ქართულმა ოცნებამ", რისთვისაც აირჩია ხალხმა"

image
  • Google
  • 83
  • 2 კვირის წინ

გია გაჩეჩილაძე ხვალ დაგეგმილი შეკრების მოტივზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა სახელმწიფოებრივ კრიზისშია და ვეღარ ვითარდება. 

მისივე თქმით, ხვალინდელ შეკრებაზე ის ადამიანები მივლენ, ვისთვისაც შექმნილი ვითარება კატეგორიულად მიუღებელია. 

"გაიტანოს ეს პოლიტიკური ნაგავი "ქართულმა ოცნებამ", რისთვისაც აირჩია ხალხმა, ის გააკეთონ. 8 წელიწადია ყელში ამოვიდა მაგათი ამბავი, 5 კაცისთვის ვერ მიუხედიათ. დავიღალეთ, გაიყინა ქვეყანა, აღარ ჩანს არაფერი, მოგწონთ რაც ხდება ამ ქვეყანაში? დავიღალეთ, გესმით თქვენ? გაიტანოს ნაგავი თუ შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია ეტყობა 8 წლის განმავლობაში, არაფრის გაკეთება მას არ შეუძლია... 

ხვალინდელი დღე არის დასაწყისი დასასრულის ამ ყველაფერის, რაც ახლა ხდება. ამ სტუდიიდან, სადაც ახლა მე ვზივარ, ვაპირებ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას საზოგადოებასთან ერთად, ინტერაქტივებით და ა.შ. რომ გავათრიოთ თუ მათ არ შეუძლიათ ეს ნაგავი საზოგადოებამ გაათრიოს ამ ქვეყნიდან, პოლიტიკურ ნაგავზე მაქვს ლაპარაკი“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.