პოლიტიკა

"გადაწყვეტილება მიღებული იყო ისე, რომ ნიკა მელიამ ტელევიზით გაიგო"

image
  • Google
  • 123
  • 1 თვის წინ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის თაობაზე, ნიკა მელიამ ტელევიზიით გაიგო. 

"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, ევროკავშირის მხრიდან ასეთი ნაბიჯი. ეს არის მაღალი პოლიტიკური სოლიდარობის და მორალური ღირსების აქტივი და ჩვენ მადლობას ვუცხადებთ ყველა იმ  ადამიანს, ვინც გადადგა ასეთი ნაბიჯი. მიგვაჩნია, რომ სრულად დადასტურდა ის, რომ ნიკა მელიას არავითარი ბრალი, არავითარი კრიმინალი არ ჰქონდა და ის იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკური პატიმარი. 

ამ მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის, არანაირ მონაწილეობას, არც ნიკა მელია, არც მისი ადვოკატები არ იღებდნენ. ეს მოლაპარაკებები მიდიოდა ჩვენს მიღმა. გადაწყვეტილება გირაოს გადახდის შესახებ მიღებული იყო ისე, რომ თვითონ ნიკა მელიამ უშუალოდ ტელევიზით გაიგო ამის თაობაზე", - განაცხადა წიკლაურმა.