Covid-19

საზოგადოება

"გადაიწია მარტის ბოლოსკენ, ჯერ ზუსტი რიცხვები არ ვიცით "ფაიზერთან" მიმართებაში"

image
  • Press Office
  • 163
  • 3 თვის წინ

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა. 

გამყრელიძის განმარტებით, დიდი დეფიციტია ევროკავშირში, განსაკუთრებით, "ფაიზერმა" და "მოდერნამ" ვერ შეასრულეს ევროკავშირის დაკვეთები.

"ფაიზერი არის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი დღეს და მას უნდა რომ ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, ამიტომაც პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომლითაც კოვაქსიდან უნდა მოვმარაგებულიყავით, ჩვენ შევდიოდით იმ 18 ქვეყანაში, 4 მათ შორის იყო ევროპული, და გადაიწია ეს მარტის ბოლოსკენ, ჯერ ზუსტი რიცვხები არ ვიცით "ფაიზერთან" მიმართებაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.