პოლიტიკა

"ბატონი გახარიას პარტიიდან მედასავლეთე ისე არ გამოვა, როგორც ჩემგან ტანგოს მოცეკვავე"

image
  • Political party Lelo
  • 56
  • 1 დღის წინ

"ბატონი გახარიას პარტიიდან მედასავლეთე ისე არ გამოვა, როგორც ჩემგან არ გამოვა ტანგოს მოცეკვავე"-ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა საბა სუაძემ განაცხადა. 

"ეს არ არის ჩემი სუბიექტური შეფასება, ეს არის ობიექტური მოცემულობა, მისი მმართველობის პერიოდში რა გზა გაიარა საქართველომ დასავლური და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ყველაზე დიდი შეფასება იმისა, თუ რამდენად მოწადინებულები არიან ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რამდენად შეუძლიათ ამ ადამიანებს საქართველო დააბრუნონ იმ ევროატლანტიკურ ვექტორზე, რომელსაც ამ წლების განმავლობაში მოწყდა და მოწყდა სწორედ ასეთი არაფორმალური მმართველობის, ამ კორუფციის, ამ წერილების გაგზავნა-გამოგზავნის და მოქალაქეებზე ძალადობის გამო, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ბატონი გახარიას პოლიტიკურ ბიოგრაფიასთან"-აცხადებს ბუაძე.