Covid-19

ბათუმში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

image
  • Google
  • 83
  • 2 კვირის წინ

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში პირველ აპრილს შეიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

"კოვიდ 19-ის ფონზე პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. საჭირო გახდა აპარატული მხარდაჭერა", - აცხადებენ სამინისტროში.