სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო მსვლელობისას დაკავებული 7 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმა

image
  • Google
  • 51
  • 2 თვის წინ

ბათუმის საქალაქო სასამართლო პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულებიდან 7 პირის საქმე განიხილა და შვიდივე დამნაშავედ ცნო. ისინი 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ბათუმში, ღამით, მსვლელობისას დაკავებული 11 პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

იქამდე, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო, აქციის მონაწილე 11-ვე პირი დააჯარიმეს.

გვიან ღამით, მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 11 პირი, მათ შორის ფირუზ წულუკიძე და ხათუნა ბერიძე დააკავა.