პოლიტიკა

"ბავშვებზე პოლიტიკური სარგებლის მაძიებელთა "ზრუნვა", მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს"

image
  • Parliament of Georgia
  • 74
  • 1 კვირის წინ

ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა ზრუნვა მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს. მათზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია, უფლებამოსილება და ვალდებულება აქვთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

"ნინოწმინდის პანსიონში სოც.მუშაკების და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად პასუხისმგებელი უწყებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ. ამ მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავის საზედამხედველო ფუნქციას უწყვეტად შეასრულებს. თუმცა ეს ყველაფერი სახალხო დამცველის მონიტორინგს არ ანაცვლებს.

ვფიქრობ, ყველა ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი მომავალი აინტერესებს, საკითხის შესწავლას ხელს  შეუწყობს და მომავალი თაობის ბედით მინიმუმ არ "ითამაშებს", - განაცხადა ხუნდაძემ