პოლიტიკა

"ახლა მიხვდნენ, რომ გაიჭედნენ თავიანთ ე.წ პრინციპებში, სახე რომ შეინარჩუნონ, რაღაცას იგონებენ"

image
  • Facebook
  • 95
  • 4 დღის წინ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ თავისუფლების გასაღები ნიკა მელიას ხელშია, თუმცა ის "ცოტნე დადიანობას" თამაშობს.

"მელია არის ჩვეულებრივი მსხვერპლი თავისი გუნდის და თავისი ბელადის. ის გირაოს არგადახდის გამო დააპატიმრეს, მერეც იყო შეთავაზება, რომ თუ ადვოკატები მოითხოვდნენ, მას შეეფარდებოდა გირაოს გადახდა და ისე გამოვიდოდა, ამაზეც უარი თქვა და თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. გაიჭედა, თავის სიტყვებში, პრინციპებში გაიჭედა. მარტივია, გადაიხადოს გირაო, დათანხმდეს იმ გირაოს, თავის ხელშია და გამოვა. 

20 ივნისის ამნისტიაზე ხელი მოაწერა მათ შორის "ლელომ", მათ შორის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ახლა მიხვდნენ რომ გაიჭედნენ თავიანთ ე.წ პრინციპებში, მიდგომებში 6 თვის განმავლობაში და ახლა გამოეღვიძათ? სახე რომ შეინარჩუნონ ახლა რაღაცას იგონებენ", - განაცხადა ზარქუამ.