პოლიტიკა

"ახლა ვამბობ კონკრეტულად - ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად"

image
  • Screenshot
  • 78
  • 3 კვირის წინ

მე არასდროს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ და ახლა ვამბობ კონკრეტულად - ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად, დავჯდები თვითმფრინავზე თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე. მე ვიქნები საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. 

"ჩვენს მომხრეებს, რომელიც არიან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, მინდა ვთხოვო ყველას, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმნათ შტაბები... მზად ვარ, ისევე როგორც მზად იყო ამისთვის ნიკა მელია, ყველანაირ რისკზე წავიდე პირადი თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის. საქართველოში უკვე მოკლეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ხელიც არ აუკანკალდებათ ივანიშვილს და მის დამქაშებს მეორეჯერ ამის გაკეთების, მაგრამ ამის არ მეშინია იმიტომ, რომ ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს და არ შემიძლია, შორიდან ვუყურო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომფორტული ცხოვრება მაქვს აწყობილი აქ, უკრაინაში", - განაცხადა სააკაშვილმა.